Saturday, November 30, 2013
დღე 3
ტრეინინგის მესამე დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრე პროექტის მიზანი, შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ეროვნულისასწავლო გეგმის სტანდარტის გათვალისწინებით. ტრეინინგის მეორე ნახევარში შევუდექით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას. ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა ზოგადი კითხვის მოფიქრება, შედარებით მარტივი იყო თემატური კითხვის დასმა, ხოლო შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება ძალზედ გამიადვილდა :) სამწუხაროდ დღის ბოლოს ვერ მოვახერხეთ მესამე დღის რეფლექსია ინტერნეტის არ ქონის გამო.
Saturday, November 23, 2013
დღე 1
პირველ დღეს გავეცანით Intel Education Viewer-ს.გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,სტატიის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და მის გამოქვეყნებას,ჩემს მიერ შერჩეული პროექტის შესაბამისი 21 საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევას;შევქმენით ახალი ბლოგი და მოვახდინეთ რეფლექსია ჩვენს ბლოგზე
Subscribe to:
Posts (Atom)