Friday, December 20, 2013

დღე 8

ტრეინინგის მერვე დღეს დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმა, შევქმენი ფასილიტაცია სადაც წარმოდგენილია თემასთან დაკავშირებული ახალი სიტყვები. ეს სიტყვები ბავშვებმა უნდა დაუკავშირონ მათ განმარტებებსა და შესაბამის სურათებს.

Sunday, December 8, 2013

დღე 6

ტრეინინგის მეექვსე დღეს განვაგრძე და დავასრულე სასწავლო ნიმუში მოსწავლის ბლოგის სახით. ტრეინინგის მეორე ნახევარში ვისწავლეთ ვებ გვერდიდან www.youtube.com ვიდეოს გაზიაზება ჩვენს ბლოგზე. მოვიძიე ვიდეო რომელიც შეესაბამება კონკრეტულ პროექტს და გავაზიარე ჩემს ბლოგზე. ტრეინინგის დასასრულს ვიმუშავეთ და შევქმენით შეფასების კრიტერიუმები.

Carve the perfect pumpkin this Halloween - Waitrose

ვებ გვერდზე www.youtube.com მოვიძიე ქვემოთ განთავსებული ვიდეო, რომელშიც აღწერილია როგორ უნდა გააკეთონ ბავშვეებმა გოგრისგან ლამპარი. ვიდეოში ქალბატონი ინგლისურ ენაზე აკეთებს ინსტრუქციას. ბავშვები შეისწავლიან და გაიმდიდრებენ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს და ისწავლიან ბრძანებითი წინადადებების გამოყენებას ინგლისურ ენაზე.

Saturday, December 7, 2013

დღე 5

ტრეინინგის მეხუთე დღე დავიწყეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვით. შემდგომ გავეცანით პრეზენტაციას'' საავტორო უფლებების ქაოსი''. განვიხილეთ რა გავლენა აქვს საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და გამოყენების წესებს ჩვენს სასწავლო გარემოზე. ტრეინინგის დასასრულს დავიწყე სასწავლო ნიმუშის შექმნა მოსწავლის ბლოგის სახით.

Sunday, December 1, 2013

მე-4 დღე

ტრეინინგის მეოთხე დღეს შესასწავლი მასალა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩექლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. ტრეინინგის მეორე ნაწილში შევქმენით პრეზენტაცია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით ბლოგზე ატვირთვა ინტერნეტის არ ქონის გამო.